საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

7 დეკემბერი 2018

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს 11:00 საათზეგაიმართებაადვოკატთაასოციაციისსაერთოკრება. ადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი (მისამართი: ქალაქი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N1).

 

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 11:00 საათამდე.

 

აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება 2018 წლის 23 დეკემბერს 12:00 საათზე. განმეორებითი კრება უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. ადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი (მისამართი: ქალაქი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N1)

განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია - 11:15 დან 12:00 საათამდე.

 

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 23 დეკემბრის საერთო კრების

დღის წესრიგი

1)      ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;

2)      ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2018 წლის ანგარიშის წარდგენა;

3)      ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის ანგარიშის წარდგენა;

4)      ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს 2018 წლის ანგარიშის წარდგენა;

5)      ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის 2018 წლის ანგარიშის წარდგენა;

6)      „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ასოციაციის წესდებაში ცვლილებების დამტკიცება;

7)      „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების ცვლილებების დამტკიცება;

8)      საერთო კრების შეჯამება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი